შემოსასვლელი

  შემოსასვლელი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს ბინაზე. ამიტომ წინასწარ აუცილებელია ყველა ელემენტის კარგი განსაზღვრა, რომ შემოსასვლელი გარეგნულად იყოს მიმზიდველი და მოსახერხებელი. ძირითადად შემოსასვლელი განისაზღვრება ტანსაცმლის საკიდით, ზედა თაროებით, ან ანტრესოლიანი კარადით, სადაც შესაძლებელია ტანსაცმლის დაკიდება, ფეხსაცმლის სათავსოთი , გამოსაწევი უჯრებითა და სარკით. ავეჯი შეირჩევა თვითონ შემოსასვლელის ზომისა და ფორმის მიხედვით. მცირე ზომის შემოსასვლელში უკეთესია განათავსოთ რამოდენიმე საგანი ცალ-ცალკე: ფეხსამლის ტუმბო, ტანსაცმლის საკიდი, რბილი პუფი. კედლებზე შეიძლება დაიკიდოს თარო თავსაბურავებისათვის, კაკვები ჩანთებისა და გასაღებებისათვის, სარკე. უფრო ფართო შემოსასვლელისათვის ყველაძე ოპტიმალურ ვარიანტად გამოიყენება ტევადი კუპე-კარადები, როგორც სტანდარტული ასევე ჩაშენებული, რომელიც დამზადებულია შეკვეთით, რომლის განთავსება მთლიანად დამოკიდებულია შემოსასვლელის დაგეგმარებაზე. ჩაშენებული კუპე-კარადა მშვენივრად განთავსდება მისთვის გამოყოფილ ადგილას იქნება ეს ნიშა,დერეფნის კუთხე თუ კედელთან. კარადის შიგთავსი შეიძლება შეივსოს სხვადასხვა თაროებით, ცალკეული განყოფილებებითა და გამოსაწევი უჯრებით. შეიძლება გათვალისწინებული იქნას წინასწარ განყოფილებები ტანსაცმლის შესანახად, ჩანთების, თავსაბურავებისა და ფეხსაცმელისათვის, ასევე მცირე ზომის საგნებისათვის: კაშნი, ხელთათმანი, ქოლგა, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებისა, გასაღებებისა და ა.შ. კარებების ფასადზე სარკის გამოყენებით შემოსასვლელში ვიზუალურად გაიზრდება სივრცე, ასევე მიიღებთ დიდი ზომის სარკეს. ძალიან მოსახერხებელსა და კომფორტულს ქმნის კუპე-კარადაზე განათების განთავსება, როგორც გარედან კარნიზებზე, ასევე შიგნითა პანელებზე.